ბლოგის ვიზიტორები

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ლელა ქისტაური-ბაბუაწვერა

კლასი (საფეხური)
დაწყებითი 4 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა (პროფილი)
22მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი
ბავშვებს ხელს შევუწყობ მხატვრული ტექსტის გააზრებაში.განუვითარებ კითხვის უნარ-ჩვევებს.არმოვაჩენთ ტექსტში რა არის მთავარი.გაიგონ ახალი სიტყვები. მოახდინონ წაკითხულის შეფასება, დასკვნების გაკეთება, მოთხრობის გაგრძელებაზე მუშაობა, ტექსტის მონაკვეთებად დაყოფა და დასათაურება. ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.ურთიერთ თანამშრომლობა.
ეროვნული სასწავლო გეგმით  გათვალისწინებული მოთხოვნა
1.შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.2.შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავს და პერსონაჟზე მისთვის საინტერესო მნიშვნელოვანი კუთხით.აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას.
გაკვეთილის მსვლელობა
გაკვეთილს ვიწყებ თამაშით ,,ჩემი ყვავილი“. ვასახელებთ საყვარელი ყვავილის სახელს. ძალიან ბევრი ყვავილი გცოდნიათ. ვამახვილებ ყურადღებას მინდვრის ყვავილებზე.გამოვყობ ბაბუაწვერას. ვინ იცის სად უყვარს ბაბუაწვერას ცხოვრება? (მინდორში).ალბათ ბევრჯერ მოგიწყვეტიათ მისი ბუსუსებიანი ღერო, შეგიბერიათ და წერილი გაგიგზავნიათ.
დგეს ერთი ლამაზი ნაწარმოები უნდა წავიკითხოთ. ეს არის ,,ბაბუაწვერა“. დახედეთ და მითხარით ვინ არის ავტორი? ლელა ქისტაური. რომელ ჟანრს ეკუთვნის?(მხატვრულს) თქვენი აზრით,რაზე იქნება საუბარი ამ ნაწარმოებში?
ვის გინახავთ ბაბუაწვერა? ის ყვითელი მინდვრის ყვავილია. ყვავილობის შემდეგ უჩნდება ბუსუსები. მოდით, ვიდრე ტექსტს წავიკითხავთ, შევადგინოთ წინადადებები საკვანძო სიტყვების გამოყენებით.( სიტყვები წინასწარ არის ჩამოწერილი).
ბაბუაწვერა
ბზიკი
წუწნიდა
დაწიწკნა
სული
აფარფატდა
ბზუილი
ვკითხულობთ ყველა სიტყვას და ერთად ვსხნით. ვაძლევ დავალებას წყვილებში ჩამოთვლილი სიტყვებიდან შეადგინონ წინადადებები, რომელიც სავარაუდოდ ტექსტში იქნება მოცემული.
ამის შემდეგ ვუკითხავ ტექსტს.ვთხოვ მოსწავლეებს ის სიტყვები, რომელიც დაფაზეა ჩამოწერილი,მოინიშნონ ფანქრით.
ვახაზინებ სიტყვების ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემას და ვუხსნი მათ მნიშვნელობას.ფურცელი ოთხ ნაწილად არის გაყოფილი. მოვიგონოთ რომელია ფურცლის ზედა და ქვედა მხარე.

ზედა მარცხენა უჯრაში ვწერთ სიტყვას.
ზედა მარჯვენა უჯრაში ვხატავთ.
ქვედა მარცხენა უჯრაში ვწერთ განმარტებას.
ქვედა მარჯვენა უჯრაში მახასიათებელს.
სქემის შევსებას დავიწყებთ,როდესაც თქვენს მიერ იქნება ტექსტი წაკითხული.კითხვის დროს სადაც შეგხვდებათ ეს საკვანძო სიტყვები ასწიეთ მაღლა.

წაკითხვის ფაზა
დავალებების განაწილება
პირველი ჯგუფი- მივეხმარები, წავუკითხავ პირველ მონაკვეთს და მათთან ერტად ავწევ ხელს. მივეხმარები სქემის შევსებაში. დანარჩენ ნაწილს წაიკითხავენ მიმდევრობით ხმამაღლა. სიტყვა ,,ბზიკები“.
მეორე ჯგუფი- მოსწავლეები წყვილებში კითხულობენ ტექსტს (აბზაც-აბზაც).შეავსებენ სქემას.სიტყვა,,აფარფატდა“.
მესამე-მეოთხე ჯგუფები- დამოუკიდებლად კითხულობენ ტექსტს.ისინი ინდივიდუალურად შეავსებენ სქემას სიტყვაზე,,სული“ და,,წუწნიდა“.
ბავშვები წარმოადგენენ წაკითხვამდე ჩამოყალიბებულ შესაძლო წინადადებებს. მოსწავლეები შეადარებენ შექმნილ ვერსიებს ტექსტთან და მსჯელობენ დაემთხვევა თუ არა შინაარსობლივად.

წაკითხული ტექსტის გარშემო დაისმევა კითხვები:
1.სად ცხოვრობს ბაბუაწვერა?
2.რა გადაწყვიტა მან?
3.რატომ ვერ გაფრინდა ბაბუაწვერა?
4. რა ურჩია დედამ ბავშვს?
5.რა იყო საჭირო რომ გაფრენილიყო?
6.სწორად ურჩია თუ არა ფოთოლმა და რატომ?
7.იქნებ მითხრათ, რა მნიშვნელობა ჰქონდა ბაბუაწვერას გაფრენას,მარტო მეგობრების ნახვა?(ის ქარის დახმარებით მრავლდება).
8.ბაბუაწვერას რა ნაწილი გაფრინდა და რა დარჩა და რატომ?
9.რა დარიგება მისცა დედამ შვილს და რატომ?
10.რას გვასწავლის ეს ნაწარმოები?
11.რა მოგეწონათ?

დავალება ჯგუფების მიხედვით.ტექსტის თითოეულ გვერდს შევურჩევთ სათაურს.
1.ბაბუაწვერას გადაწყვეტილება.
2.ბზიკთან შეხვედრა.
3. პეპელასთან შეხვედრა.
4. ფოთოლთან შეხვედრა.
5.ბაბუაწვერას სტუმრები.
6.ბაბუაწვერას გაფრენა.
7.ბედნიერი ბაბუაწვერა.
ს ა შ ი ნ ა ო   დ ა ვ ა ლ ე ბ ა
გააგრძელეთ ნაწარმოები:,,ბედნიერი ბაბუაწვერა“
მოიძიეთ მასალები ბაბუაწვერაზე.ერთს გეტყვით, ის სამკურნალო მცენარეა.

შედეგი
გუნდების პრეზენტატორები წარმოადგენენ თავიანთი ჯგუფის ნამუშევრებს.
რესურსები
1.ტექსტის წინასწარი მიმოხილვა.
2.შესაძლო წინადადებების შედგენა საკვანძო სიტყვების გამოყენებით.
3.სიტყვებზე რეაგირება.
სიტყვების ვერბალური ვიზუალური ასოციაციების სქემა.
4.მასწავლებლის მიერ ხმამაღალი კითხვა.
5.დისკუსია სხვადასხვა დონის შეკითხვებისადმი.
6.აბზაცების დასურათება.
7.ნაწარმოების გაგრძელება.


შეფასება

No comments:

Post a Comment